კონდიციონერი

კონდიციონერი

რა არის კონდიციონერი?

კონდიციონერი არის პატარა დანადგარი რომლის ფუნქციაა სასიამოვნო სფეროს შექმნაა, კონდიციონერს შეუძლია თავისი მექანიზმის მეშვეობით შიდა სივრცის სითბო სივრცის გარეთ გაიტანოს და ზაფხულის სეზონში შექმნას სასიამოვნო გარემო.

ზოგიერთ მოდელს აქვს შესაძლებლობა რომ ზამთრის სეზონში სითბო შემოიტანოს შიდა სივრცეში და შექმნას სასიამოვნო გარემო . ამ პროცესს სითბოს პომპა ეწოდება.

  • 1: კომპრესორი
  • 2: კონდანსორი
  • 3: გაფართოების სარქველი
  • 4: ევაპრატორი

სითბო ევაპრატორში გადაეცემა გამაგრილებელ გაზს, შემდეგ კომპრესორის მეშვეობით შეიკუმშება და კონდანსორში მაღალი წნევითა და ტემპერატურით გადადის, კონდანსორში რომელიც ყენდება შენობის გარეთ მისი ტემპერატურა მცირდება და სითხედ გადაიქცევა და გაფართოების სარქველში განიცდის წნევის ძლიერ ჩავარდნას, რაც გამოიწვევს სიცივეს ევაპრატორში. ევაპრატორში გამოწვეულ სიცივე კი ქმნის სასურველ ტემპერატურას შესაბამის სევრცეში.

ეს პროცესი განმეორდება მანამდე სანამ სივრცის ტემპერატურა მიაღწევს ჩვენს სასურველ დონეს.

თქვენ კონდიციონერის ამ მოკლე განმარტებებით, გარკვეულწილად გაეცანით კონდიციონერის მუშაობას. მოდით, უფრო კარგად გავეცნოთ მის ოთხ მთავარ ნაწილს.

კომპრესორი

კომპრესორი მოქმედებს როგორც კომპრესიული სისტემის გული და აქვს ორი მნიშვნელოვანი ფუნქცია:

  • 1: კომპრესული სისტემის დახურულ ციკლში ფრეონის ცირკულაცია
  • 2: ფრეონის კონდენსირება და შეკუმშვის სისტემაში წნევის სხვაობის შექმნა

კონდენციონერის სისტემის კომპრესორები შექმნილია სხვადასხვა ტიპის, მაგრამ კონდიციონერების უმეტესობა იყენებს სენსორულ კომპრესორებს, რომლებსაც აქვთ ყველაზე მაღალი ეფექტურობა კონდიციონერების კომპრესორებს შორის.

ამ ტიპის კომპრესორი მსოფლიო ბაზრებზე ასევე ცნობილია როგორც სპირალი ან ლოკოკინა კომპრესორი.სენსორულ კომპრესორის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი გამძლეობა და მაღალი ეფექტურობაა და გამოირჩევა დაბალი ხმაურით.

კონდენსორი

კონდენსორს აქვს მარტივი მექანიზმი, სინამდვილეში იგი შედგება მილისგან, რომელიც არის ხვეული და გამაგრილებელი გაზი, მაღალი ტემპერატურით და მაღალი წნევით მასში შედის კომპრესორის გავლის შემდეგ ,რათა სითბოს გაცვლის არაპირდაპირი გზით ჰაერთან ან წყალთან მოახდინოს კონდენსაცია და გარდაქმნას გამაგრილებელ გაზი გამაგრილებელ სითხედ.კონდენსორის მილების შიგნით გამაგრილებელ გაზსა და სითხის შორის სითბოს შემდგომი გაცვლის მიზნით, კონდენსორის მილებზე გამოიყენება თხელი ფურცლები, სახელწოდებით ფინი.ფინი ზრდის კონდენსორის სითბოს გაცვლის დონეს.

გამაფართოებელი სარქველი ან ბეწვა მილი

ბეწვა მილი ასევე მოქმედებს როგორც გაფართოების სარქველი,კონდენსორის გამოსასვლელში მილის დიამეტრის მკვეთრი შემცირებით, იწვევს მწვავე წნევის ვარდნას და ეს წნევის ვარდნა, ფიზიკური კანონის შესაბამისად, იწვევს ტემპერატურის ვარდნას.კონდიციონერის სისტემაში, ბეწვა მილი გამოიყენება გაფართოების სარქვლის ნაცვლად.

ევაპრატორი

ევაპრატორი ანუ ამაორთქლებელი ჰგავს კონდენსორს, იგი შედგება სპირალური მილისგან, რომელშიც დაბალი ტემპერატურისა და წნევის მქონე გამაგრილებელი ნივთიერება შედის ბეწვა მილის დატოვების შემდეგ და აცივებს ევაპრატორს.და ბოლოს, ევაპრატორის ირგვლივ სითბოს აორთქლებით, იწვევს ევაპრატორის გარშემო გარემოს გაგრილებას და შედეგად გამაგრილებელი სითხე გადაიქცევა გამაგრილებელ გაზად და იგზავნება კომპრესორში.