ვრცლად

5 მიზეზი,რომლის გამოც არ აცივებს კონდიციონერი

5 მიზეზი,რომლის გამოც არ აცივებს კონდიციონერი

2021-07-07

1- თერმოსტატის არასწორი დარეგულირება

თერმოსტატის არასწორი დარეგულირება ერთერთი გავრცელებული მიზეზია ,რის გამოც კონდიციონერი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას სათანადოდ. ამ შემთხვევებში, ჯერ დააყენეთ კონდიციონერის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე 5 – 6 გრადუსით ნაკლებზე და დააკვირდიღთ კონდიციონერის მოქმედებას. ასევე დააკვირდით, კომპრესორისა და გარე ვენტილატორის ჩართულობას. თუ თერმოსტატის პრობლემა არსებობს, ეს შეიძლება იყოს კონდიციონერის ცხელი ჰაერის მიზეზი, რადგან ამ შემთხვევაში მოწყობილობას მუშაობს, მაგრამ არ გამოდევნის ცივ ქარს.

2- დაზიანებული ან დაბინძურებული კონდენს

კონდენორი არის კონდიციონერის სისტემის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მილების შიგნით არსებული გამაგრილებლის სითბოს გარე ჰაერზე გადაცემაზე,რომელიც იწვევს მილების შიგნით გამაგრილებლის გაგრილებას. თუ კონდენსორი დაზიანებულია, ან გამაგრილებლისგან სითბოს გადაცემა ჰაერზე სწორად არ ხდება, არსებული გამაგრილებელი არ გაცივდება და კონდიციონერის გაგრილების ციკლი ირღვევა. ასე რომ, ეს შეიძლება სწორედ ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ თქვენი სხვადასხვა სახის კონდიციონერი ვერ აგრილებდეს გარემოს სათანადოდ.

3- საჰაერო ფილტრების დაბინძურება ან დახშობა

ჰაერის ნაკადი და გრილი ჰაერი, რომელიც თქვენსკენ გამოიფრქვევა კონდიციონერის სარქვლიდან, გამყოფ ფილტრებს გაივლის ორ ეტაპად. ამ ჰაერის ფილტრების ძებნა შეგიძლიათ კონდიციონერის შიდა პანელში და გარე პანელზე. დროთა განმავლობაში, მტვრის ნაწილაკები და ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებები შეიწოვება ფილტრების მიერ და გროვდება მათზე. თუ დაბინძურების დაგროვება მაღალია, ამან შეიძლება გამოიწვიოს ქარის ნაკადის დახშობა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი,რის გამოც ვერ გრილდება კონდიციონერის ჰაერი არის დაბინძურებული ჰაერის ფილტრები, რომელთა გამოსწორებაც მარტივად შესაძლებელია.

4- გამაგრილებელი გაზის გაჟონვა და მისი დეფიციტი

ფერიონი ან გამაგრილებელი გაზი ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის მუშაობაზე. სწორედ ამ გაზის ტემპერატურის ცვლილებებით ხდება კონდიციონერის გაგრილების ფუნქციის შესრულება. ამიტომ, კონდიციონერში გაზის გაჟონვა ან გაზის ნაკლებობა დაუყოვნებლივ თავს იცენს კონდიციონერის გაგრილების შეფერხებით. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, კონდიციონერის გაზის გაჟონვას ვერ შეამჩნევთ. სისტემაში შეიძლება არსებობდეს მცირე გაჟონვა, რაც დროთა განმავლობში ნელნელა შეამცირებს არსებული გაზის რაოდენობას . ყოველ შემთხვევაში, კონდიციონერის გაგრილების შეფერხებისა და ცხელი ჰაერის გამოტყორცნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ფერიონის ნაკლებობა, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია კონდიციონერის გაზის დამუხტვით.

გაითვალისწინეთ, რომ ჯერ უნდა აღმოაჩინოთ კონდიციონერის სისტემის ხარვეზი სწორად და გაზის დეფიციტის დიაგნოზის დასმის შემდეგ, მოძებნოთ სისტემის გაჟონვის წერტილი და ამის შმდეგ აღმოფხვრათ იგი. შემდეგ მოახდინეთ სისტემს ვაკუუმირება და დატენვის გაგრძელება. ეს ფროცესი საკმაოდ სენსიტიურია და დიდ ყურადღებას მოითხოვს,რის გამოც სერიოზულად უნდა გაითვალისწინოთ რჩევა, დაიხმაროთ კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი.

სიმპტომები, როგორიცაა მილების დაფიფქვა და გაყინვა და მოწყობილობის ხანგრძლივი მუშაობის დრო, კონდიციონერის ცივი ჰაერის შემცირებასთან ერთად, დაგეხმარებათ გაზის დეფიციტის დიაგნოზის დასმაში.

5- დაბალი ტევადობის კონდიციონერი

კონდიციონერის შენობაში დამონტაჟებამდე საჭიროა შეისწავლოთ გასაგრილებელი გარემოს ფართობი და მოწყობილობის სიმძლავრე მთლიანი სივრცის გასაგრილებლად საკმარისი ენერგიის გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, შეცდომა, რომელსაც ხალხი უშვებს დაბალი სიმძლავრის კონდიციონერს შერჩევაში, არის კონდიციონერის ცხელი ჰაერის მიზეზი. ამ შემთხვევაში, მოწყობილობა ვერ შეძლებს გარემოს ტემპერატურის დაყენებულ ტემპერატურამდე მიყვანას და მოწყობილობა განუწყვეტლივ მოქმედების პროცესშია. ამიტომ, არა მხოლოდ დგება პრობლემა, რომ ოთახი არ გრილდება , არამედ კონდიციონერის მუშაობის გარკვეული პერიოდის შემდეგ, კომპრესორის გადატვირული მუშაობის გამო, კონდიციონერი ზიანდება და მისი სრული გათიშვა იქნება მოსალოდნელი.

 

ჯიჯი კომპანია, თავისი გამოცდილი პერსონალით და დიდი ხნის ისტორიით კონდიციონერების შეკეთებისა და მონტაჟის სფეროში, მზად არის მოგაწოდოთ მომსახურება ამ სფეროში.


კომენტარის დამატება