ვრცლად

რა განსხვავებაა VRF და VRV სისტემას შორის?

რა განსხვავებაა VRF და VRV სისტემას შორის?

2021-05-01

VRF სისტემების უმეტესობაში, როდესაც სისტემა Heat Recovery რეჟიმშია,და ერთი ან მეტი შიდა იუნიტი გადადის გაგრილების რეჟიმიდან გათბობაზე, ყველა იუნიტი გამოირთვება,რომელიც გათბობის რეჟიმზე იყო.შემდეგ ეს იუნიტები Hot Start-ის მეშვეობით გადადის გათბობის რეჟიმში.

ამ დროს, გამორთულია შიდა იუნითების ვენტილატორი, რომლებიც ადრე იყვნენ გათბობის რეჟიმში, ისევე ისინი , რომლებიც გაგრილების რეჯიმიდან გადავიდნენ გათბობაზე, და მხოლოდ ის ვენტილატორებია ჩართული, რომლებიც თავიდანვე იყვნენ გაგრილების რეჟიმში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, სხვა იუნიტების ვენტილატორი

 ჩაირთვება და ამით დასრულდება რეჟიმის შეცვლა გაგრილებიდან გათბობით.

მაგრამ VRV– ში, ახალი Branch Selector-ის გამო, ზემოხსენებული ციკლი მხოლოდ იმ უნუტებში ხდება,რომლებშიც გაგრილების რეჟიმიდან გადადიან გათბობაზე და მთელი სისტემა არ ითიშება, ხოლო დანარჩენი იუნიტები მუშაობას განაგრძობენ ამ ციკლის დროს. მთელი პროცესი დაახლოებით 6 წუთი გრძელდება.ასევე ამ შემთხვევაში, წარმოებული ხმა ნაკლებია, ვიდრე წინა შემთხვევაში.

VRF:

VRF ნიშნავს Variable Refrigerant Flow ,რაც ნიშნავს გამაგრილებელი ციკლის კონტროლს და ემყარება ინვერტორულ ტექნოლოგიას.ეს სისტემა აკონტროლებს ფერიონის რაოდენობას, რომელიც უნდა გაიგზავნოს სამიზნე გარემოში, რომელსაც ახორციელებს Pulse Modulating Valve

VRV:

ტერმინი VRV (Variable Refrigerant Volume) ასევე ნიშნავს გამაგრილებელი სითხის მოცულობის ცვლილების კონტროლს საჭირო დატვირთვის საფუძველზე.ეს ნიშნავს, რომ გამაგრილებლის რაოდენობა იცვლება სივრცის გაგრილებისა და გათბობის საჭიროებების შესაბამისად, ჭკვიანურად და დამოუკიდებლად.მაშინ როდესაც ჩვეულებრივ კნდიციონერებში ან სპლიტ იუნიტებში გაზის აორთქლება და მის შედეგად სიგრილის წარმოქმნა მოწყობილობის კონდენსორში ხდება და შეუძლებელია გამაგრილებელი სითხის აორთქლების კონტროლი ცალ-ცალკე პროექტის სხვადასხვა სივრცეში.

გარდა ამისა, VRV სისტემაში ტემპერატურის სხვაობა შიდა და გარე იუნიტებს შორის მიაღწევს მინიმუმს და სისტემის მუშაობის კოეფიციენტი (COP) მიაღწევს მაქსიმუმს.

#ჩილერი

#გათბობის_ქვაბი

#ბოილერი

#კონდიციონერი


კომენტარის დამატება