ბოილერი

ბოილერი

საქვაბე მოწყობილობებში ცხელი წყლის ქვაბები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პასუხისმგებელია ცხელი წყლის წარმოებაზე და მზადდება ორი ტიპის თუჯისა ან/და ფოლადისაგან.

რა არის თუჯის ცხელი წყლის ქვაბი?

ამ ტიპის ქვაბები სექციებად იწარმოება და ბაზარში გამოდის

მისი ორი ძირითადი სექცია მდებარეობს ქვაბის წანა და უკანა ნაწილში,სადაც მონტაჟდება ტენისა და წყლის შემავალი და გამავალი მილები.

წყლის შემავალი მილი ქვაბის ქვედა,მხოლო გამავალი მილი მის ზედა ნაწილში მდებარეობს ამ ორ სექციის შორის არსებობს სხვა სექციები ქვაბის ტევადობის გასაზრდელად ან შესამცირებლად.მათი იზოლირებისთვის გამოიყენება ნაწილი რომელსაც ბუშს ან ორინგს უწოდებენ, რომელთა ორი ბოლო კონუსურია.

თუჯის ცხელი წყლის ქვაბის უპირატესობანი:

  • ხანგრძლივი გამძლეობა(ანტიკოროზული უნარი)
  • მარტივი ტრანსპორტირება(სექციურობის გამო)
  • სითბოს ტევადობის გაზრდის უნარი სექციების რაოდენობის გაზრდით.
  • მხოლოდ დაზიანებულილი სექციების ჩანაცვლების შესაძლებლობა მთლიანი ქვაბის შეცვლის მაგივრად თუჯის ქვაბების ნაკლოვანება
  • დაბალი სამუშაო წნევა
  • სექციების იზოლირებისას საჭიროა ძალიან დიდი სიფრთხილე

რა არის ფოლადის ცხელი წყლი ქვაბი?

ფოლადის ცხელი წყლის ქვაბები მზადდება ერთიანი ჩამოსხმის წესით მომხმარებლის შეკვეთისა და მათი შენობისთვის საჭირო სიმძლავრის რაოდენობის მიხედვით. მათ უფრო მეტი ტევადობა აქვთ, ვიდრე თუჯის ქვაბებს.

ფოლადის ქვაბების ორი ტიპი მზადდება:

  • 1: .ცეცხლის მილები:ეს იმას ნიშნავს,რომ ცეცხლი მოქცეულია მილების შიგნით და წყალი მის გარშემოა.
  • 2: წყლის მილები: ამ ტიპის ქვაბში, წყალი, რომელიც უნდა გაცხელდეს, მილების შიგნითაა და მილის გარშემო ცეცხლი გადასცემს მას სითბოს.