მომსახურების მოთხოვნის ბლანკი

მოთხოვნის გაგზავნა

პროდუქციის წარდგენა

ჩვენი მომსახურობები

კონდიციონერი
კონდიციონერი

კონდიციონერი

GG კომპანიაში გაგრილების სისტემის სერვისები არის შემდეგ ნაირად:

საიტზე დაკავშირებისა და თქვენი მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ, ჩვენი ტექნიკური ჯგუფი უმოკლეს დროში ადგილზე იგზავნება და თქვენი მოთხოვნის შესაბამისად დაყენება-შეკეთება-სერვისთან დაკავშირებით ,გაგიწევენ უმაღლეს მომსახურებას.შემდეგ GG კომპანიის მონიტორინგის ჯგუფი დაგიკავშირდებათ გაწეული მომსახურების ხარისხის შესამოწმებლად

დაყენება(ინსტალაცია):

GG კომპანია მოგემსახურებათ პროფესიონალების გუნდით კონდიციონერების ინსტალაციის სფეროში, რომლებიც თქვენს მოწყობილობას სრულიად პროფესიონალურ რეჟიმში აყენებენ და მართავენ

შეკეთება:

ზუსტი პრობლემების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია მოწყობილობების შეკეთებისას, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს ხარჯებს

მომსახურება(სერვისი):

კონდიციონერის სწორ დროში შემოწმებით(სერვისით), დაეხმარებით თქვენს მოწყობილობას სიცოცხლისა და ეფექტურობის გაზრდაში

წყლის გამაცხელებელი და ბოილერი
წყლის გამაცხელებელი და ბოილერი

წყლის გამაცხელებელი და ბოილერი

იმისათვის, რომ მიიღოთ ცენტრალური გათბოის მომსახურება GG კომპანიისაგან, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენთვის სასურველი მოთხოვნა ჩვენს საიტზე და შეიტანოთ ინფორმაცია. ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ უმკლეს დროში და გამოგიგზავნით ტექნიკურ ჯგუფს ადგილზე, რათა მოგაწოდოთ პროფესიონალური მომსახურება სამუშაოს შესრულების შემდეგ, ისევ დაგიკავშირდებით, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი გადავამოწმოთ

დაყენება(ინსტალაცია):

იქიდან გამომდინარე,რომ ცენტრალური გათბობის სისტემა მუშაობს ბუნებრივ აირზე,მისი დაყენება მოითხოვს დიდ სიფრთხილეს.ამისათვის უმჯობესია მიმართოთ GG კომპანიის გამოცდილ გუნდს,რომ თქვენი მოწყობილობის დაყენება მოხდეს უმაღლეს დონეზე

შეკეთება:

ცენტრალური გათბობის ქვაბი შედგება მრავალი კომპონენტისა და სენსორებისაგან და სწორედ ამიტომ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს მისი შეკეთება. ამ მიზეზით, მიზანშეწონილია მისი შეკეთებისას მიმართოთ პროფესიონალს

მომსახურება(სერვისი):

პირველად და მეორად გადამყვანებში არსებული მაღალი ტემპერატურისა და ამ ნაწილებში წყლის არსებობის გამო, შესაძლებელია ნალექის დაგროვება.ეს ნალექი განაპირობებს მოწყობილობის ეფექტურობის შემცირებას დროული და პროფესიონალური მომსახურება გაზრდის თქვენი მოწყობილობის ეფექტურობას

ჩილერი
ჩილერი

ჩილერი

ჩილერის სერვისის მისაღებად, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი მოთხოვნის ტიპი ჩვენს საიტზე.ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ უმკლეს დროში და გამოგიგზავნით ტექნიკურ ჯგუფს ადგილზე, რათა მოგაწოდოთ პროფესიონალური მომსახურება

დაყენება(ინსტალაცია):

რადგანაც ჩილერს გააჩნია საკმაოდ დიდი ზომა და ერთგვარი ცენტრალური დანადგარია,მისი დაყენებისას საჭიროსა გარკვეული პრინციპები გავითვალისწინოთ დაგეგმვიდან შესრულებამდე

შეკეთება:

ჩილერი ძალიან მგრძნობიარე მოწყობილობაა, რის გამოც მას უამრავი სენსორი აქვს.როცა ჩილერი პრობლემას წააწყდება, მისი გამოსწორების მიზნით უნდა მიმართოთ გამოცდილ და პროფესიონალ ხელოსანს

მომსახურება(სერვისი):

ჩილერის მოწყობილობის სერვისი ეხმარება დანადგარის ეფექტურობის გაზრდაში დროული მომსახურების არარსებობა მნიშვნელოვნად ამცირებს მოწყობილობის ეფექტურობას და ამან შეიძლება გამოიწვიოს მოწყობილობის გამოუსწორებელი დაზიანება

ბოილერი
ბოილერი

ბოილერი

ბოილერები ძალიან მგრძნობიარე მოწყობილობებია და მათი გამოყენების დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ჩვენს საიტზე მოთხოვნის რეგისტრაციით დარწმუნდით, რომ თქვენი ბოილერი კარგად მუშაობს.საკმარისია ჩვენს საიტზე განაცხადოთ თქვენი მოთხოვნა.ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში და მოგემსახურებათ ჩვენი პროფესიანალი ხელოსნები

დაყენება(ინსტალაცია):

ბოილერი წარმოადგენს ცენტრალური გათბობის ერთერთ მთავარ ნაწილს,რომლის დაყენებისას საჭიროსა გარკვეული პრინციპები გავითვალისწინოთ დაგეგმვიდან შესრულებამდე

შკეთება:

ბოილერების შეკეტებისას საჭიროა დიდი სიფრთხილე,რათა გამოუსწორებელმა შეცდომამ არ მოგაყენოთ ზედმეტი ზარალი

მომსახურება(სერვისი):

ბოილერების დროული სერვისი განაპირობებს მის ეფექტურობის გაზრდას

ფანკოილი
ფანკოილი

ფანკოილი

ფანკოლებს, მიუხედავად მათი სადა გარეგნობის, აქვთ დახვეწილი მექანიზმი, რომლის შეკეთების,დიაგნოსტიკისა და სერვისისათვის უნდა მივმართოთ გამოცდილ პროფესიონალს GG კომპანიაში მოთხოვნის დარეგისტრირებისთანავე დაგიკავშირდებათ დამხმარე ჯგუფი და გამოგიგზავნით სპეციალისტთა გუნდს თქვენი მოწყობილობის პრობლემის გამოსავლენად

დაყენება(ინსტალაცია):

ფანკოელი არის მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური გათბობის სისტემის ქვესისტემას, ამიტომ ამ საქმის ექსპერტები უნდა გამოიყენოთ მოწყობილობის დამონტაჟებისათვის

შეკეთება:

სადა გარეგნობის მიუხედავად, ფანკოელი ძალიან მგრძნობიარეა, და თუ პროფესიონალები არ იზრუნავენ მის შეკეთებაზე, მოწყობილობა შეიძლება ისე დაზიანდეს,რომ მოგიწევთ მოწყობილობის შეცვლა

სერვისი:

ფანკოელის მოწყობილობის მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მოწყობილობა, რომელშიც ყოველთვის ბრუნავს ჰაერი. დროთა განმავლობაში, ეს შეამცირებს მოწყობილობის ეფექტურობას.მისი დროული სერვისი ხელს შეუწყობს თქვენი მოწყობილობის ეფექტურობის გაზრდას

გათბობის პანელის
გათბობის პანელის

გათბობის პანელის

იუნიტ გამათბობელი მუშაობს ფანკოელის მსგავსად, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ იგი გამოიყენება მაღალი ჭრის მქონე დახურულ დარბაზებსა და ინფრასტრუქტურულ ადგილებში.ამდაგვარი ფუნქციონირება მას აყენებს მგრძნობიარე მოწყობილობების ჯგუფში,ამიტომ, სერვისის,შეკეთებისა და დამონტაჟების მიზნით, პროფესიონალური დახმარება უნდა მიიღოთ. GG კომპანიაში თქვენი მოთხოვნის დარეგისტრირებით მიიღებთ პროფესიონალთა გუნდის დახმარებას

მონტაჟი:

როგორც წესი იუნიტ გამათბობლის დამონტაჟება ზედაპირულია და უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ მოგცეთ მაღალი ეფექტურობა, ამიტომ ამ სფეროში პროფესიონალი ხალხი უნდა დაიხმაროთ

სერვისი:

როგორც აღვნიშნეთ იუნიტ გამათბობელი ფანკოელის მსგავსად მოქმედებს და ტემპერატურის შესაცვლელად მასში მუდმივად მოძრაობს ჰაერი .ამ დანადგარის ფუნქციის გათვალისწინებით დიდი ყურდღება უნდა მივაქციოთ მის შენახვასა და დროულ სერვისს

მილების გაყვანა
მილების გაყვანა

მილების გაყვანა

სანტექნიკის სისტემა შენობის ერთ – ერთი ყველაზე სათუთი ნაწილია.ასე რომ, თუ ამ სისტემის რომელიმე ნაწილს პრობლემა შეექმნება, მათ შორის კანალიზაციის მილსადენებს, სუფთა წყლის მილებს და ცენტრალური გათბობის სისტემას, შენობის მაცხოვრებლების ცხოვრება შეფერხდება.მაშასადამე, სანტექნიკის გასაყვანად უნდა მიმართოთ მისი დაგემარებისა და შესრულების სპეციალისტებს,რომლისთვისაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი თხოვნის წარდგენა GG კომპანიის საიტზე ,რათა მიიღოთ სანტექნიკის საუუკეთესო დაგეგმარება და შესრულება უახლესი მეთოდებით. რის მერეც ჩვენი ჯგუფი დაგიკავშირდებათ დეტალებზე

ინსტალაცია:

სანტექნიკის სისტემის შესრულება შენობის ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის დაპროექტება და გამოთვლები თავიდანვე უნდა გაკეთდეს პროფესიონალურად.ამით დაზოგავთ ასევე მასალებსა და ხარჯებს

დიაგნოსტიკა:

სანტექნიკის სისტემის დიაგნოსტიკა ძალიან რთულია, რადგან უმეტეს შემთხვევაში სანტექნიკის სისტემა კეთდება შიდაგაყვანილობით და ნებისმიერი გაჟონვის შემთხვევაში უნდა მოგვარდეს პროფესიონალურად

სერვისი:

სანტექნიკის სისტემაში, თუ სისტემა დასაწყისშივე სწორად ხონრციელდება, მას დიდი ხნის განმავლობაში არ სჭირდება სერვისი(პროფილაქტიკური ღონისძიებები)

ამბები და თემები

რა განსხვავებაა VRF და VRV სისტემას შორის?
რა განსხვავებაა VRF და VRV სისტემას შორის?
2021-05-01

VRF სისტემების უმეტესობაში, როდესაც სისტემა Heat Recovery რეჟიმშია,და ერთი ან მეტი შიდა იუნიტი გადადის გაგრილების რეჟიმიდან გათბობაზე, ყველა იუნიტი გამოირთვება,რომელიც გათბობის რეჟიმზე იყო.შემდეგ ეს იუნიტები Hot Start-ის მეშვეობით გადადის გათბობის რეჟიმში.

ამ დროს, გამორთულია შიდა იუნითების ვენტილატორი, რომლებიც ადრე იყვნენ გათბობის რეჟიმში, ისევე ისინი , რომლებიც გაგრილების რეჯიმიდან გადავიდნენ გათბობაზე, და მხოლოდ ის ვენტილატორებია ჩართული, რომლებიც თავიდანვე იყვნენ გაგრილების რეჟიმში. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, სხვა იუნიტების ვენტილატორი

 ჩაირთვება და ამით დასრულდება რეჟიმის შეცვლა გაგრილებიდან გათბობით.

მაგრამ VRV– ში, ახალი Branch Selector-ის გამო, ზემოხსენებული ციკლი მხოლოდ იმ უნუტებში ხდება,რომლებშიც გაგრილების რეჟიმიდან გადადიან გათბობაზე და მთელი სისტემა არ ითიშება, ხოლო დანარჩენი იუნიტები მუშაობას განაგრძობენ ამ ციკლის დროს. მთელი პროცესი დაახლოებით 6 წუთი გრძელდება.ასევე ამ შემთხვევაში, წარმოებული ხმა ნაკლებია, ვიდრე წინა შემთხვევაში.

VRF:

VRF ნიშნავს Variable Refrigerant Flow ,რაც ნიშნავს გამაგრილებელი ციკლის კონტროლს და ემყარება ინვერტორულ ტექნოლოგიას.ეს სისტემა აკონტროლებს ფერიონის რაოდენობას, რომელიც უნდა გაიგზავნოს სამიზნე გარემოში, რომელსაც ახორციელებს Pulse Modulating Valve

VRV:

ტერმინი VRV (Variable Refrigerant Volume) ასევე ნიშნავს გამაგრილებელი სითხის მოცულობის ცვლილების კონტროლს საჭირო დატვირთვის საფუძველზე.ეს ნიშნავს, რომ გამაგრილებლის რაოდენობა იცვლება სივრცის გაგრილებისა და გათბობის საჭიროებების შესაბამისად, ჭკვიანურად და დამოუკიდებლად.მაშინ როდესაც ჩვეულებრივ კნდიციონერებში ან სპლიტ იუნიტებში გაზის აორთქლება და მის შედეგად სიგრილის წარმოქმნა მოწყობილობის კონდენსორში ხდება და შეუძლებელია გამაგრილებელი სითხის აორთქლების კონტროლი ცალ-ცალკე პროექტის სხვადასხვა სივრცეში.

გარდა ამისა, VRV სისტემაში ტემპერატურის სხვაობა შიდა და გარე იუნიტებს შორის მიაღწევს მინიმუმს და სისტემის მუშაობის კოეფიციენტი (COP) მიაღწევს მაქსიმუმს.

#ჩილერი

#გათბობის_ქვაბი

#ბოილერი

#კონდიციონერი

მეტის სანახავად დააჭირეთ აქ

+
კომპრესორების ტიპები, რომლებიც გამოიყენება ჩილერებში
კომპრესორების ტიპები, რომლებიც გამოიყენება ჩილერებში
2021-02-22

ზოგადად, კომპრესორიან ჩილერებში გამოიყენება 4 ტიპის კომპრესორი.

1-დგუშის კომპრესორი( piston type) ან უკუქცევის

2-სქროლ კომპრესორები( scroll) ან ლოკოკინა

3-სქრეუ კომპრესორი( screw) ან სპირალი

4-ცენტრიფუგა კომპრესორი( centrifugal) ან ცენტრიდანული რომელთაც მართავს ელექტროძრავა.

 

1-დგუშის კომპრესორი( piston type) ან უკუქცევის

უკუქცევითი კომპრესორი იყოფა სამ კატეგორიად:ჰერმეტული, ნახევრად ჰერმეტული და ღია. ჰერმეტიკი ნიშნავს, რომ მისი კონტეინერი მთლიანად დალუქულია შედუღებით და კომპრესორის შიგნით ნაწილებზე არ გვაქვს წვდომა შესამოწმებლად.

ამ ტიპის კომპრესორის ხმა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ტიპების, მაგრამ პრობლემა არ იქნება, თუ ის დამონტაჟებულია საქვაბე ოთახში ან სახურავზე.

დგუშის კომპრესორი შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხელ და მშრალ ადგილებში მაღალი გამძლეობის გამო. თუ ასეთ ადგილებში გამოიყენება ლოკოკინა ან სპირალი კომპრესორები,მაღალი წნევის გამო მომატებული წნევა იწვევს კომპრესორის ნაადრევ დაზიანებას.

 

2-სქროლ კომპრესორები( scroll) ან ლოკოკინა

სქროლ კომპრესორი შედგება ორი ხვეული ნაწილისგან, ერთი ფიქსირებული და მეორე მოძრავი, რომლებიც დაკავშირებულია ძრავასთან. რეფრაგენტი ცენტრისკენ გადადის მოძრავი სპირალის საშუალებით ფიქსირებული სპირალის გარშემო ბრუნვით და თანდათანობით იკუმშება.

სქროლ კომპრესორები ფართოდ გამოიყენება მსუბუქი და საშუალო კომერციულ და სახლის კონდიცირების სისტემებში, როგორიცაა ჩილერები და მინი ჩილერები, ასევე გამათბობელი და გამაგრილებელი ტუმბოები (VRF) (GHP), კონდიციონერები და ა.შ. მათი სიმძლავრე ჩვეულებრივ 3-დან 120 კვტ-მდეა და მაღალი სიმძლავრის პროგრამებში კომბინირებულად  გამოიყენება (რამდენიმე კომპრესორის დაწყვილება და მრავალძრავიანი მოწყობილობა). მის უპირატესობებს შორის არის მისი ძალიან დაბალი ხმის დონე და მშვიდი და უვიბრაციო ფუნქციონირება. ეს კომპრესორები ჩვეულებრივ გამოიყენება ცვლადი სიჩქარის ინვერტორული ძრავებით DC ჯაგრისის გარეშე.

 

3-სქრეუ კომპრესორი( screw) ან სპირალი

სპირალი კომპრესორი შედგება ორი სპირალისგან, რომელსაც ასევე უწოდებენ როტორებს. როტორების ტრიალისას, რეფრაგენტი შედის ორი როტორს შორის შესასვლელი არხიდან და იკუმშება. ამ კომპრესორებისთვის საჭიროა ბევრი შეზეთვა როტორების სპეციალური გეომეტრიის გამო.

ამ ტიპის კომპრესორებს უფრო მაღალი ტევადობა აქვს, ვიდრე სქროლ ტიპსა და, როგორც წესი, გამოიყენება მაღალი სიმძლავრის ჩილერებში.

 

4-ცენტრიფუგა კომპრესორი( centrifugal) ან ცენტრიდანული

ცენტრიდანული კომპრესორები შედგება კონტეინერისგან, ლილვისგან და ალუმინის იმპლერისგან (პეპელა).რეფრაგენტი შემოდის ცენტრალურ ნაწილში, იმპლერის ტრიალით და იფრქვევა ცენტრიდანული ძალის გამოყენებით, შემდეგ კი მისი კინეტიკური ენერგია დიფუზორში გარდაიქმნება წნევის ენერგიად. ცენტრიდანული კომპრესორის სიმძლავრე შეიძლება შეიცვალოს ფარფლების გამოყენებით, რომლებიც ცვლის რეფრაგენტის შესვლის კუთხეს იმპლერის ცენტრში.

ეს კომპრესორები ჩვეულებრივ მუშაობენ R410a რეფრაგენტით და იყენებენ კომპრესიის დაბალი თანაფარდობითა და გაგრილების მაღალი სიმძლავრის მქონე პროგრამებში, სადაც ჩილერი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით სამუშაო დროის განმავლობაში. რადგან თუ ცენტრიდანული ჩილერი იმუშაოს დაბალი დატვირთვით, ეფექტურობა მკვეთრად ეცემა მასთან დაკავშირებული ელექტროძრავის სიჩქარის შემცირების გამო. ამიტომ, სამრეწველო პროგრამებში, სადაც საჭიროებს ჩილერის მუდმივ და მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობას,გამოიყენება ამ ტიპის კომპრესორები.

მეტის სანახავად დააჭირეთ აქ

+
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება
ცენტრალური გათბობის ქვაბის შეკეთება
2020-12-28

მოგესალმებით ჯიჯი კომპანიის მეგობრებო.

 ამ სტატიაში გვინდა გაგაცნოთ პრობლემები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ცენტრალური გათბობის ქვაბზე და დაგეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში.

უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ ცენტრალური გათბობის ქვაბის შესაკეთებლად უნდა გქონდეთ საჭირო ინფორმაცია და უნარები, რომ არ დააზიანოთ საკუთარი თავი და მოწყობილობა.

თუ თქვენ არ ფლობტ საჭირო ცოდნას, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან დაარეგისტრიროთ მოთხოვნა ჩვენს საიტზე, რომ მიიღოთ ჩვენი მომსახურება უმოკლეს დროში და უმაღლესი ხარისხით.

 

პრობლემის გაგების მეთოდები: 

ცენტრალური გათბობის ქვაბის სანთური არ ინთება                      

ცენტრალური გათბობის ქვაბის წნევა ვარდება ხშირად  

ცენტრალური გათბობის ქვაბის წყალი მკვეთრად იცვლის ტემპერატურას საყოფაცხოვრებო მომხმარების წყალი არ ცხელდება 

დანადგარის ფეთქებადი ჩართვა                                                          

საზაფხულო რეჟიმზე გადაყვანისას არ ირთვება ქვაბი 

საყოფაცხოვრებო წყლის წნევის დავარდნა                                

საყოფაცხოვრებო თბილი წყალი კარგადაა, მაგრამ ცენტრალური გათბობის სისტემა არ მუშაობს. 

და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული ყველა პრობლემის აღმოჩენა მოითხოვს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას.თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან განაცხადოთ მოთხოვნა ჩვენს საიტზე და უმოკლეს დროში მიიღოთ ჩვენი უმაღლესი მომსახურება. 

ამ ლინკის საშუალებით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ მოთხოვნა.

მეტის სანახავად დააჭირეთ აქ

+

ჩვენი თანამშრომლები

Gree
Trane
Hisense
Immergas
O General
Ariston

ვიდეოები