კონდიციონერი

კონდიციონერი

კონდიციონერი არის მოწყობილობა, რომელიც პასუხისმგებელია გარემოს გაგრილებაზე.

ეს მოწყობილობა, რომელიც სიცივეს ქმნის შეკუმშვის სისტემით, შედგება 4 ძირითადი ნაწილისგან: 1-ევაპრატორი, 2-კომპრესორი, 3-კონდანსორი, 4-მაფართოებელი სარქველი(კაპილარული მილი)

კონდიციონერში სითბოს შთანთქავს ფერონი,რომელიც სითბოს შთანთქავს ევაპრატორში,აორთქლდება და ევაპრატორის გაგრილებას გამოიწვევს.(ევაპრატორი შედგება მილისგან,რომელიც გასაგრილებელ ნაწილში რამდენიმეჯერ უხვევს.ოთახის ჰაერი ამ მილების გავლითა და ტემპერატურის გაცვლით გარემოს ტემპერატურის დაწევას განაპირობებს.)მას შემდეგ, რაც რეფრაგენტი აორთქლდება, გადადის კომპრესორში.

რეფრაგენტი კომპრესორში იკუმშება და მაღალი წნევითა და ტემპერატურით ტოვებს მას და მიდის კონდენსორისკენ(კონდესორიც ევაპრატორის მსგავსად შედგება  ხვეული მილისაგან ,იმ განსხვავებით რომ შენობის გარეთ მონტაჟდება და რეფრაგენტს აგრილებს გარე ჰაერის გავლით და გადაყავს თხევად მდგომარეობაში).მას შემდეგ, რაც გამაგრილებელი გაზი შედის კონდენსორში და ხდება სითხე დაბალი ტემპერატურით და მაღალი წნევით, იგი იგზავნება გაფართოების სარქველში(კონდიციონერში გაფართოების სარქველი ან კაპილარული მილის ფუნქცია წნევის დწევაა, რასაც თან მოჰყვება ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა)და მაფართოებელი სარქვლის გავლის შემდეგ, მკვეთრი წნევის შეამცირებით  იფრქვევა ფხვნილის სახით ევაპრატორში და იწვევს იმ ტერიტორიის გაგრილებას.შემდეგ ისევ სითბოს შეწოვით და გამაგრილებელი გაზის აორთქლებით ეს ციკლი მეორდება ევაპორატორში  .